Monday, August 5, 2013

გამარჯობათ, 22 ივლისიდან 5 აგვისტომდე დავესწარი ტრენინგს "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". დღეს მიმდინარეობს შემაჯამებელი გაკვეთილი. ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს-ქალბატონ თეას, მისი დამსახურებით ბევრ ახალ ინფორმაციას გავეცანით.

Friday, August 2, 2013

1. პროექტის სახელწოდება:   მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის სინუსი,                                                                  კოსინუსი და ტანგენსი.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  მოსწავლეთათვის მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის სინუსის, კოსინუსის, ტანგენსის და ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობების გაცნობა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ცნებებს, შემდგომში
გამოიყენებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სახლში სარემონტო სამუშაოების შესრულებისას.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეს შეეძლება მახვილი კუთხის სინუსის, კოსინუსის და ტანგენსის გამოთვლა ცხრილების მეშვეობით. ამოხსნის მაგალითებს და ამოცანებს.
5. მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი (13-14 წელი).
6.ვადები/ხანგრძლივობა: პროექტი მიმდინარეობს 3 გაკვეთილის განმავლობაში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცარცი, დაფა,რვეული, კალამი, სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევა, ახალი მასალის გაცნობა, ჯგუფების შექმნა, ჯგუფებში  დავალებების გადანაწილება, ჯგუფური მუშაობა, ყოველი ჯგუფის მიერ პრეზენტაციის წარმოდგენა, შეფასება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ინტეგრირება სხვა საგანთან არ არის.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): რუსუდან ფურცელაძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: rusudanfurtseladze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: rusudanfurtseladze.blogspot.com

Wednesday, July 31, 2013

მოგესალმებით!
მე გახლავართ რუსიკო ფურცელაძე, თბილისის 137-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. სკოლამ მომავლინა ისტ-ის მე-2 დონის ტრენინგზე, ტრენერი-თეა შავერდაშვილი. ტრენინგზე გავიარეთ შემდეგი საკითხები:
   გაკვეთილის დაგეგმვა (სწავლების სამფაზიანი მოდელი).
   ტექსტური რედაქტორი Microsoft Word 2010-მიმოხილვა.
   სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPoint-ში.
  Gmail-ის ჩატის შექმნა.
   სასწავლო მასალის შექმნა და გამოქვენება ლემილზე.
   ბლოგის შაბლონის გახსნა.
   ელექტრონული ცხრილების განხილვა Microsoft Excel 2010-ში.
მე ძალიან მომეწონა ტრენერი და  ტრენინგის შინაარსი. აქ ნასწავლ ინფორმაციას აქტიურად გამოვიყენებ ყოველდღიურ საქმიანობაში.
 დიდი მადლობა თეა მასწავლებელს.                                                                                                      31.07.2013.